ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის,- ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.
"აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი, ვინც ცდილობს ამ ომის ესკალაციას," -ნათქვამია ლოიდ ოსტინის განცხადებაში.