15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
დაარღვია თუ არა ქვეყნის მთავარი კანონი სალომე ზურაბიშვილმა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში. დაარღვია თუ არა, კონსტიტუცია კონსტიტუციის გარანტმა- საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი. თუ პლენუმის 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ შეუთანხმებელი ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, მაშინ იმპიჩმენტის პროცედურა სასამართლოდან, პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოში გადმოინაცვლებს.
 
მმართველ გუნდი დარწმუნებულია, რომ პლენუმი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.
 
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ოპოზიციამაც კენჭის ყრის დროს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან იმპიჩმენტისთვის მმართველ გუნდა ხმების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია. 
 
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ არ გაგვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს. ვნახოთ, რა პოზიციას დაიჭერს ოპოზიცია, თუმცა იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - განაცხადა გიორგი  კახიანმა. 
 
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. 
 
"დროა დავიჯეროთ, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოები მოქმედებენ დამოუკიდებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროგნოზირება, ჩემთვის ძალიან რთულია. გამოცდილება, რასაც დღეს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური. ნებისმიერი მხარა ამას მიიღებს იმ მოცემულობად, რომელსაც უნდა დაემორჩილოს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.  
დღის ამბები