15 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
რატი იონათამიშვილი - დღეს პრეზიდენტსაც და ოპოზიციასაც ერთი დამკვეთი ჰყავთ, მათ თითოეულ გადაწყვეტილებას ის დამკვეთი იღებს

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს დარღვევას და ოპოზიცია გაემიჯნება მას, ფაქტობრივად ამით კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდება, რომ დღეს პრეზიდენტსაც და ოპოზიციასაც ერთი დამკვეთი ჰყავთ, მათ თითოეულ გადაწყვეტილებას ის დამკვეთი იღებს და სინამდვილეში ოპოზიცია თუ პრეზიდენტი, არცერთი არ არის გადაწყვეტილების მიმღები - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს ზურაბიშვილი გადაინაცვლებს ოპოზიციაში? რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ვინც დღეს ზურაბიშვილს აძლევს დავალებებს, მისთვის საინტერესო ზურაბიშვილი იმ პოსტიდან არის, რა პოსტიც მას აქვს.

"ამ პოსტის გარეშე, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მათთვის ფასეულობა ეკარგება, რადგან ის ვერ იქნება დესტრუქციულობის გამაღვივებელი, როგორც პრეზიდენტის პოსტიდან არის და ეს მიზანიც აქვს მათ. რეალურად ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, ზურაბიშვილი გადავა ოპოზიციაში და ისე იყრის კენჭს, ან ამ მხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენი საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და შესაბამისია რეიტინგი, როგორც მისი, ისევე სხვა აქტორების, ვისგანაც დიდი ხანია, ძერწავდნენ ოპოზიციის ლიდერებს. მათ, ფაქტობრივად, ნებისმიერი ეს პროექტი ჩაუვარდათ და ცხადია, ზურაბიშვილიც ამ ალბომიდან არის. ვინ ძერწავს ოპოზიციის ლიდერებს, ამაზე საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა, ჩვენ ამას პირობითად ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, რომელსაც გააჩნია თავისი მიზნები და ეს მიზნები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ, მათ შორის კონსტიტუციურ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები