"ვარდისფერი ოქტომბერი - სიცოცხლე მშვენიერია" - ამ სახელწოდებით ახალციხეში "ქართული ოცნების" გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ.
სიმბოლურ მარათონთან ერთად, ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბორჯომის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ფერხისი" ცეკვა რაჭული შეასრულა. სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნომრით მაყურებლის წინაშე წარსდგა ახალციხის სამეჯლისო ანსამბლიც.