დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია? როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ქვეყნისთვის უპრეცედენტო საქმეზე - პლენუმის გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ შეუთანხმებელი ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
პროცესის ბოლომდე მისაყვანად მმართველ გუნდს ასი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.