06 ოქტომბერი 2024,   21:40
ვრცლად
ქობულეთში მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეზე ძალადობის გამო სამსახური დატოვა

ქობულეთში, ქართული ენის პედაგოგმა სკოლის მოსწავლეზე იძალადა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ინციდენტის გამო სკოლა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგმა მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს თმა მოქაჩა. სკოლის დირექტორის განცხადებით, როგორც კი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, ქართული ენის პედაგოგმა განცხადება დაწერა და სკოლა დატოვა.

დღის ამბები