15 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს "ქართული ოცნების" წნეხს - თეონა აქუბარდია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პროგნოზებს პოლიტიკოსები აკეთებენ. მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისურვებდა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა, რათა გაუძლოს "ქართული ოცნების" წნეხს".

მისი თქმით, თუ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ხელისუფლების კრახით დასრულდება.

"ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს "ქართული ოცნების" წნეხს. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს, მათ შორის ეროვნულ ბანკზე "ქართულ ოცნებას". ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა "ქართული ოცნების" კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების მიზნით წამოიწყო" ,- განაცხადა აქუბარდიამ.

დღის ამბები