გარიცხავს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი რიგებიდან პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყოფილ საორგანიზაციო მდივანს, ბაჩო დოლიძეს - ამ საკითხზე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კრიზისი აქვს.
"მელია ისედაც გარიცხული არ არის? რა პროცესია, ვინმემ იცის? ის ცალკეა, კომპიუტერები, ოფისები და თანაშემწე ვერ გაიყვეს. ეს პროცესი ქართველ ხალხს და მის უმრავლესობას არც აინტერესებს. ის ჯიგარი, კეზერაშვილი, ევროპელებს იქით რომ ძარცვავს, აგზავნის ფულს და ესენი ფულს იყოფენ. ეტყობა, მელია ეცილება, მასაც უნდა თავისი წილი. ეს თემაა, თორემ გგონიათ, რამე, ადამიანების ბედი ადარდებთ. აინტერესებთ, ვის დარჩება კეზერას მოპარული ფული. იქიდან ეტყობა, იმანაც დირექტივა გასცა. ხვალიდან გააქტიურდებიან სავარაუდოდ, რადგან იმ ჯიგარმა სავარაუდოდ დაუწუნა და უთხრა, ძალიან გაკოტრებული ხართ და რაღაც ქენითო. აგერ, მთავარი დამრტყმელი ხომ მოგიყვანეთო, ვაშაძეზე უთხრეს, ოგბუნუჯუსთან რომ წააგო," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.