15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას 3-მა მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა

გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ 6 მოსამართლის ხმით მიიღო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა მედიასთან აღნიშნა, 3 მოსამართლის აზრი განსხვავებული იყო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ წასული მოსამართლეები არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
 
"აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 6 მოსამართლის მხარდაჭერით მოხდა აღნიშნული დასკვნის მიღება," - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა.
დღის ამბები