საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან დაკავშირებით, "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აფასებს და ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილებას ისედაც ელოდა და მოულოდნელი არაფერი ყოფილა.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, "ქართულ ოცნებას" უბრალოდ უნდა საზოგადოებას აჩვენოს, "თითქოს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერია":
"მგონია ძალიან იდიოტი უნდა ყოფილიყავი ადამიანი, რომ ამ გადაწყვეტილების მოლოდინი არ გქონოდა. რადგანაც თავიდანვე გასაგები იყო, რა კონცერტთან გვაქვს საქმე "ქართული ოცნების" შესრულებით.
ეს არის მცდელობა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დაკარგოს ე.წ. პროდასავლური ხმები და წარმოაჩინოს ისე, თითქოს ებრძვის სალომე ზურაბიშვილს. ის ხალხი, რომელიც გაბრაზებულია დასავლური ორიენტაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის, სწორედ იმ ხალხმა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს. მე ასეთი ტიპის ჩანაფიქრს ვხედავ "ქართული ოცნებიდან" და ეს იმიტირებული სასამართლო პროცესი და იმიტირებული კონფლიქტი, საბოლოო ჯამში არაფრით დასრულდება. მოგეხსენებათ, "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის მოსყიდვა არც დაუწყია, თორემ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის პრობლემა არც ჰქონდათ მათ. ამ არასაჭირო და უაზრო პროცესის წარმოება მიუთითეს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა სალომე ზურაბიშვილი დანიშნოს ოპოზიციაში.
ჩვენი ინტერესია დავაკვირდეთ კოლეგებს. აქამდე რატომღაც ვფიქრობდით საინტერესო იქნება თუ ვის მოისყიდდნენ ოპოზიციაში, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, "ქართულ ოცნებას" არაფერი ეტყობა, რომ არის სალომე ზურაბიშვილის გადამყენებლი . არც ოპოზიციასთან ვაჭრობა არ არის შესამჩნევი. ამიტომ, ჩამოვყალიბდით იმ აზრამდე, რომ "ქართულ ოცნებას" უბრალოდ უნდა საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს ქალბატონი სალომე ოპოზიციონერია," - აცხადებს იაგო ხვიჩია.