15 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს, რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია და ამბობს, რომ სამი ცალკეული მოსამართლე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი, მათ დავალებებს ასრულებს - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სტატუსს - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

როგორც იონათამიშვილი წერს, "ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს, რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია და საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს."

"რადგან გვარამია წერს, სამი მოსამართლე გვყავსო (!), დიდი შანსია, იმ სამ მოსამართლეს უბრალოდ განსხვავებული აზრი კი არ ჰქონდეს გამოთქმული, არამედ კიდევ უფრო მძიმედ შეელახათ საკუთარი პროფესიული "რეპუტაცია" და ნათქვამი ჰქონდეთ - დარღვევა საერთოდ არ არისო. ვნახოთ, დაველოდოთ. ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს: 1. რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია; 2. რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს," - წერს იონათამიშვილი Facebook-ზე.

 აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

დღის ამბები