15 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. 

"არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები" - თქვა ზურაბიშვილმა და დღევანდელ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდა:

"ერთადერთი სამმა ადამიანმა გადაარჩია თავიანთი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი

ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს, როდესაც ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში - გარდა ერთი პრეზიდენტისა. 

ამიტომ, მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი და ქუჩაში ვიდექი ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი, ან სცადეს და ასევე დემოკრატიაც. ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის "ოცნების" მცდელობა, თუმცა "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, ეს მე არ მაინტერესებს მე მაინტერესებს სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

 

დღის ამბები