15 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ღრმად შემაშფოთებელია, როცა რამდენიმე მოსამართლე ვერ მიჯნავს საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის კომპეტენციებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს და აღნიშნა, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის უფლებამოსილებები ვერ გამიჯნეს.

კობახიძე აცხადებს, რომ "ღრმად შემაშფოთებელია", როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მარტივ იურიდიულ კაზუსს ვერ ხსნიან.

"როდესაც ასეთი მარტივი კაზუსი ვერ იხსნება იურისტების მიერ, ეს არის შემაშფოთებელი, ხოლო როდესაც ასეთი მარტივი კაზუსი ვერ იხსნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ეს არის ღრმად შემაშფოთებელი. თავისთავად, ის განვითარებული მსჯელობა, რაც აქ არის მოცემული, რომ კი, შეიძლება დაარღვია, მაგრამ ეს ის დარღვევა არ არის, რომლის გამოც პრეზიდენტი გადაყენებას იმსახურებს, ეს საერთოდ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის კომპეტენციებს და მათ პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციები როგორ უნდა გამიჯნონ.

თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო არის ფაქტების დამდგენი და, რეალურად, პირდაპირ ჩანს განსხვავებული აზრიდანაც, რომ ისინიც მიიჩნევენ კონსტიტუციას დარღვეულად, მაგრამ ამბობენ, რომ ეს არ არის ის დარღვევა, რომლის გამოც შეიძლება პრეზიდენტი გადააყენო. ამაზე არ მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტი არის თუ არა გადაყენების ღირსი ამაზე, ფაქტის დადგენის შემდეგ, მსჯელობს საქართველოს პარლამენტი.
შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა, ვიღაცები შეიძლება იყვნენ პოლიტიკური გავლენის ან მიკერძოების ქვეშ, ეს მათი საქმეა, მათი პრობლემაა, ამაზე მეტ სიღრმეში არ მინდა, რომ შევიდე.

ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა გუშინდელ განცხადებაზეც, სადაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმა "კოჭლი იხვი" გამოიყენა. 

"პრეზიდენტს მისი უფლებამოსილების ბოლო წელს უწოდებენ ამერიკაში "კოჭლ იხვს". რომ გაგეგოთ კარგად, მიხვდებოდით, რომ ეს უზრდელობა არ არის, მაგრამ რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს, რა თქმა უნდა, უზრდელობაა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერსმ საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ, მათი არგუმენტაცია კი საკონსტიტუციო სასამართლოს პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.

დღის ამბები