15 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
არ ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ვერ გამიჯნეს უფლებამოსილებები... მათ ეს შეგნებულად გააკეთეს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, რომელთა განსხვავებული აზრიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნდა, შეგნებულად არ გამიჯნეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის უფლებამოსილებები. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასეთ მარტივ იურიდიულ ჭეშმარიტებაზე მსჯელობა უხერხულიც კია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაა, დაადგინოს დარღვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ თუ დარღვევის ფაქტი დადგინდა, ამის შემდეგ გადაწყვიტოს, ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ასეთ მარტივ იურიდიულ ჭეშმარიტებაზე რომ გვიწევს მსჯელობა, ეს უკვე არის სირცხვილი, უხერხულია.

მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ და არ ვიტყვი, რომ მათ ვერ გამიჯნეს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, ვერ გამიჯნეს პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილება, მათ არ გამიჯნეს და ეს გააკეთეს შეგნებულად, რაც ძალიან სამწუხაროა,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ, მათი არგუმენტაცია კი საკონსტიტუციო სასამართლოს პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები