15 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება - ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვცილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირა პრეზიდენტის ისტიტუტიის სუკლისკვეთება და, პირიქით, დააზიანა ევროინტრგრაციის პროცესი. 

"ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა, დააკისროს ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და თუ ის ამ როლს მოირგებდა, ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა. "ახლა მიყურეთ პოლიტიკაში როგორ ვიქნები ჩართულიო". ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, შესწირეთ საქართველოს კონსტიტუცია, და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით, მაქსიმალურად დააზიანეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

 

 

დღის ამბები