15 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის დოკუმენტი გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა იმ სამი მოსამართლის პოზიცია, რომელმაც პლენუმის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი თვლიან, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც თეიმურაზ ტუღუშს, გიორგი კვერენჩხილაძეს და ირინა იმერლიშვილს პლენუმისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. მათ განსხვავებული პოზიცია გამოაქვეყნეს ასევე სხვა რეზონანსულ საქმეებეც, მათ შორის რუსთავი ორის, ნიკა მელიას და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეებზე. მმართველი გუნდის განცხადებით, ის რომ მათ სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონათ, ადასტურებს მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობას.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ფორმალურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, არ იკვეთება, რომ მისმა ქმედებებმა დააზიანა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ან/და, კონსტიტუციის უხეში დარღვევით, საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციურ წესრიგს.

ვთვლით, რომ შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული რეაგირებით სრულყოფილად აღმოიფხვრებოდა ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ქმედებას შეეძლო გამოეწვია,"- აღნიშნულია დოკუმენტში. 

დღის ამბები