15 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სამმა მოსამართლემ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო-მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამმა მოსამართლემ, რომელთაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა, საქართველოს პარლამენტისა და საკუთარი კომპეტენცია შეგნებულად არ გამიჯნა.

"სამმა მოსამართლემ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო. ალბათ, გაგახსენდებოდათ ცნობილი ეპიზოდი კინოფილმიდან. მათ ვერ გამიჯნეს, თუ არ გამიჯნეს საქართველოს პარლამენტისა და საკუთარი კომპეტენცია, როდესაც ისინი მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შემოიჭრნენ და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს, რაც მათი საქმე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არის, დაადგინოს დარღვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ თუ ფაქტი დადგინდა დარღვევისა, ამის შემდეგ გადაწყვიტოს ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ასეთ მარტივ იურიდიულ ჭეშმარიტებაზე რომ გვიწევს მსჯელობა, ეს უკვე არის სირცხვილი, უხერხულია. მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ და არ ვიტყვი, რომ ვერ გამიჯნეს, უფრო არ გამიჯნეს. გუშინ გვარამიამ თქვა, რომ სამი მოსამართლე გვყავსო. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები