15 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
იმპიჩმენტის წარმოება იყო ძალიან ცუდი მესიჯი და ძალიან ცუდი ნაბიჯი მთლიანად ევროინტეგრაციისთვის - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამით უმრავლესობა საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მიღებას ემსახურება.

„ამით თქვენ სახელმწიფო ინტერესები დააზიანეთ. რეალურად, ამ პროცესს მოგებული არ ჰყავს. კარგად გესმით თქვენც, რომ, საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტის წარმოება იყო ძალიან ცუდი მესიჯი და ძალიან ცუდი ნაბიჯი მთლიანად ევროინტეგრაციისთვის," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები