15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
მათ წააგეს საქმე სტრასბურგში, აქედან ჩანს, რომ ერთი – ისინი იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებულები და მეორე – მათ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანეს - კობახიძე სამ მოსამართლეზე

გამოქვეყნდა იმ სამი მოსამართლის პოზიცია, რომელმაც პლენუმის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი თვლიან, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურა მიკერძოებულები არიან. 

"ესეც საინტერესოა. ნახეთ, ამ მოსამართლეებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი, ანუ სასამართლოსგან განსხვავებული აზრი, შემდეგ მათ წააგეს საქმე სტრასბურგში, აქედან ჩანს, რომ ერთი – ისინი იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებული და მეორე – მათ გამოიტანეს უსამართლო გადაწყვეტილება, უფრო სწორად, დააფიქსირეს უსამართლო განსხვავებული აზრი.

ჩანს, რომ აქ იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება და იკვეთება, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, უსამართლოდ აფიქსირებენ განსხვავებულ აზრს. ერთი კი არა, ორი საქმე იყო, თუ არ ვცდები, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იყო არასწორი, იურიდიულად გაუმართავი. აქედან საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, მაგრამ მეტ სიღრმეში არ მინდა, შევიდე", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები