15 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ღაზას მაცხოვრებლები ჩვენი მტრები არ არიან, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გამიჯნოს "ჰამასი" და პალესტინელი ხალხი, "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს - ისრაელის ელჩი საქართველოში

"ღაზას მაცხოვრებლები ჩვენი მტრები არ არიან. ისრაელი იბრძვის საერთაშორისო კანონის შესაბამისად" - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰადას მეიცადის განცხადებით, ისრაელს არანაირი სურვილი არ აქვს ზიანი მიაყენოს უდანაშაულო ადამიანებს, მათ, ვინც არ არიან ჩართული "ჰამასის" ქმედებებში:

"ღაზას მაცხოვრებლები ჩვენი მტრები არ არიან. ისრაელი იბრძვის საერთაშორისო კანონის შესაბამისად. ყველა გზას ვიყენებთ ღაზაში მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაციისთვის და ვცდილობთ, რომ მოხდეს მათი ევაკუაცია სამხრეთ ნაწილში. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ზიანი მივაყენოთ უდანაშაულო ადამიანებს, მათ, ვინც არ არიან ჩართული "ჰამასის" ქმედებებში. 

ბუნებრივია, ომში ყოველთვის არის მსხვერპლი. "ჰამასი" მათ ხელს უშლით დატოვონ საცხოვრებელი. ჩვენ ამის ამსახველი სატელიტური ფოტოები გვაქვს. "ჰამასისთვის" ღაზას მაცხოვრებლები ერთგვარი ფარია, ისინი მათ მიღმა იმალებიან, სწორედ მათ სურთ მეტი სიკვდილი.

იმედი მაქვს, რომ დამატებით სხვა ფრონტიც არ გაიხსნება, მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევაშიც ისრაელი იბრძოლებს. ეს ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამიჯნოს "ჰამასი" და პალესტინელი ხალხი. "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს," - აცხადებს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

დღის ამბები