პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აქვე შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და განცხადებით პრეზიდენტს მიმართა.