06 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
"ღაზაში საავადმყოფოს აფეთქება გამოწვეული იყო ისლამური ჯიჰადის რაკეტით, ჩვენი საჰაერო კადრების ანალიზი ადასტურებს, რომ უშუალო დარტყმა თავად საავადმყოფოზე არ ყოფილა" - ისრაელის არმიის სპიკერი

ისრაელის არმიის სპიკერის დანიელ ჰაგარის განცახდებით, ღაზაში მდებარე ალ-ჰალი ალ-მადანის საავადმყოფოზე იერიში არ მომხარა ისრაელის მხრიდან, ეს იყო ჰამასის მიერ გავრცელებული ტყუილი.

მისივე თქმით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქება გამოწვეული იყო ისლამური ჯიჰადის რაკეტით, რომელიც არასწორად იქნა გაშვებული.

"ღაზაში მდებარე ალ-ჰალი ალ-მადანის საავადმყოფოზე იერიში არ მომხარა ისრაელის მხრიდან. ეს იყო ჰამასის მიერ გავრცელებული ტყუილი. შეუძლებელია ასე სწრაფად სცოდნოდათ თუ რა მოხდა. ჰამასისგან განსხვავებით, დაუყოვნებლივ დავიწყეთ ექსპერტიზა. ეს პროფესიული მიმოხილვა ეფუძნებოდა დაზვერვას, ოპერაციულ სისტემებსა და საჰაერო კადრებს, რომლებიც ჩვენ გადავამოწმეთ. მტკიცებულებები, რომლებსაც ყველას გაგიზიარებთ, ადასტურებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქება გამოწვეული იყო ისლამური ჯიჰადის რაკეტით, რომელიც არასწორად იქნა გაშვებული.

ჩვენი დაზვერვის თანახმად, ჰამასმა გადაამოწმა მონაცემები, როდესაც მიხვდა, რომ ეს იყო ისლამური ჯიჰადის რაკეტა, რომელიც არასწორად იქნა ნასროლი, გადაწყვიტა დაეწყო გლობალური მედიაკამპანია იმის დასამალად, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენი საჰაერო კადრების ანალიზი ადასტურებს, რომ უშუალო დარტყმა თავად საავადმყოფოზე არ ყოფილა", - განაცხადა ისრაელის არმიის სპიკერმა.

დღის ამბები