"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე, ორმხრივ თანამშრომლობას. ირაკლი კობახიძემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.