15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
დავალების მიმცემები გეგმავენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან, გიორგი გახარიასგან და ა.შ., გამოიყვანონ ე.წ. მესამე ძალა და ამით მოატყუონ ქართული საზოგადოება - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "დავალების მიმცემები" გეგმავენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან, გიორგი გახარიასგან, ე.წ. მესამე ძალა გამოიყვანონ . 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება მასთან დაკავშირებულ განხილვას. თავად მოუწოდა ნაცებს, რომლებსაც არ ენდო, ვაი თუ ხმა გაეპაროთო ჩემი იმპიჩმენტის მხარდასაჭერადო, მაგრამ თავადაც არ დაესწრო სხდომას და მის მნიშვნელოვან და ძირითად ნაწილს. ეს შემთხვევითი არ არის, უნდობლობა გამომდინარეობს ერთ-ერთი ვერსიით, საერთო ტონის თუ დავალების მიმცემების პოზიციიდან, რომელი დავალების მიმცემებიც გეგმავენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან, გიორგი გახარიასგან და ა.შ. გამოიყვანონ ე.წ. მესამე ძალა და ამით მოატყუონ ქართული საზოგადოება, ისევ ნაცურ ნარატივში ჩასვან, ისევ იგივე დავალება მისცენ. მოდით დავიმახსოვროთ ეს ამბავი და გამართლდება თუ არა შემდგომი პროცესები გვაჩვენებს, ხომ არ არის ეს ყველაფერი, ის რასაც დღეს აკეთებენ პოზიციონირება ამ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი და რასაც ბატონი გია ვოლსკი ბრძანებდა, ხომ არ არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი. დავიმახსოვროთ და ვილაპარაკოთ თვეების შემდეგ.

პარადოქსი ის გახლავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არ ულაპარაკია და არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ამის არც ერთი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, და მეორე, არც ერთი არგუმენტი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

 

დღის ამბები