15 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
პრეზიდენტი როდესაც გაურბის პარლამენტის კითხვებს, ეს არ არის კულტურა, სამწუხაროა, რომ ის გაექცა საგანგებო ეროვნულ კითხვებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისთვის კულტურის მაგალითი ვერ იქნება, რადგან პრეზიდენტმა აუცილებელ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

"საქართველოში პრეზიდენტი წარმოუდგენიათ, როგორც ერის სინდისი - ერის სინდისის რა მოგახსენოთ, მაგრამ სულ მცირე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მაგალითის მიმცემი იყოს კულტურის თვალსაზრისით, როდესაც ზურაბიშვილი ასეთ კულტურას აჩვენებს სხვებს იქ საერთოდ რაზეა საუბარი.

პრეზიდენტი, როდესაც გაურბის საქართველოს პარლამენტის კითხვებს, ეს არ არის კულტურა, სამწუხაროა ის, რომ პრეზიდენტი იურიდიული თემების კითხვებს გაექცა, ის, მათ შორის, გაექცა საგანგებო ეროვნულ კითხვებს. დღეს მდინარაძის კითხვა უკავშირდებოდა ევროკავშირში ინტეგრაციას, ზურაბიშვილი გაექცა კითხვაზე პასუხს - იმსახურებს თუ არა საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციონერებივით კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლის.

ზურაბიშვილი გაექცა კითხვას, რომელიც 2008 წლის ომს შეეხება, მან თქვა მაშინ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მაშინ იგივე ქონდა ენმ-საც ხელმოწერილი და მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი იმავე მთავრობამ გამოაცხადა აგენტად და ჯაშუშად. ეს ხომ რელევანტური კითხვაა? - ამას პასუხი მან აუცილებლად უნდა გასცეს.

პირველი თანხვედრა ნაცებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სწორედ მაშინ იყო, როდესაც ორივე ამბობდა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო," - აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები