21 ივლისი 2024,   15:15
ვრცლად
"ახლა 15-ის ხდება...მოიტაცეს, მაგრამ გოგო თანახმა იყო" - ოჯახის ახლობელი 14 წლის გოგონაზე, რომელმაც ბოლნისში ბავშვი გააჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგონამ ბოლნისში იმშობიარა.

"ვიცი, რომ შეყვარებულები იყვნენ თავიდან, მერე ნიშნობა არ ყოფილა ისე მოიტაცეს. ახლა 15-ის ხდება. მოიტაცეს, მაგრამ გოგო თანახმა იყო," - ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალურ ურთერთობას 16 წლის ასაკს მიუღწევლთან.

დღის ამბები