15 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
გუშინ სპექტაკლი ვნახე, სადაც ყველა მონაწილეს თავისი როლი ჰქონდა, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყო კოსტუმირებულიც - იაგო ხვიჩია

"სრული სიაფანდობაა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი, რადგან ვიდრე პრეზიდენტია, ხელშეუხებელია" - ასე გამოხმაურა "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს."

ხვიჩიას თქმითვე, გუშინ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს დამაჯერებლობა და რეალურობა აკლდა.

"გუშინ სპექტაკლი ვნახე, სადაც ყველა მონაწილეს თავისი როლი ჰქონდა, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყო კოსტიუმირებულიც. სრული სიაფანდობაა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი, რადგან ვიდრე პრეზიდენტია, ხელშეუხებელია და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერც მოხერხდება.

ეს ისტორია მორჩა და ახლა უბრალოდ იქნება პედალირება იმაზე, რომ ქალბატონი სალომე გახდა "ნაცი," "ნაცები" და სალომე ერთი და იგივე არიან და ამით იქნება ოპოზიციური ხმები მოგროვდეს სალომესთვის," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები