15 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
საკითხი ამოიწურა, შეუწყდა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, რაც შეეხება "ეფესბეს" აგენტობას, მტკიცებულებები საზოგადოებას დღემდე არ უნახავს - ირაკლი კობახიძე

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან. გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ძირითადი აქცენტები გაკეთდება ქვეყანაში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ოპოზიციის ნაწილი ყურადღებას საქართველოს ყოფილი გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე ამახვილებს.   

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის "ეფესბეს" აგენტობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ეს მტკიცებულებები ცნობილი იყოს.

"საკითხი ამოიწურა, შეუწყდა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, შესაბამისად დამთავრებული ამბავია ეს ყველაფერი, ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ნაკლებად რელევანტური გახდა ეს საკითხი, რაც იყო სპეკულაციები, იმანაც ამოწურა საკუთარი თავი. რაც შეეხება "ეფესბეს" აგენტობას, მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. მართლა მაინტერესებს რაიმე მტკიცებულება იქნა თუ არა წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც ეს ბრალი გაჟღერდა. მტკიცებულებები საზოგადოებას დღემდე არ უნახავს, შეიძლება არსებობდეს ეს მტკიცებულებები, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ცნობილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები