პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან. გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ძირითადი აქცენტები გაკეთდება ქვეყანაში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ოპოზიციის ნაწილი ყურადღებას საქართველოს ყოფილი გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე ამახვილებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ შეერთებულმა შტატებმა ოთარ ფარცხალაძის"ეფესბე"-თან თანამშრომლობის მტკიცებულება არ წამოადგინა, მაშინ ბრალდება ფუჭი იქნება.
"პროკურატურამ მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცებისთვის, მოველით, რომ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისად აღმოჩნდება, რომ ყველა ბრალდება არის ფუჭი", - შალვა პაპუაშვილი.