პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით ისჯება. საუბარია საკითხზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტებს განაგრძობს.
ოხანაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იქნება დანაშაული ჩადენილი, დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი წარმოება.
"იურიდიულად გაფორმდა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირის მიერ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის დარღვევა. ეს დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. არსებობს ასევე ჩანაწერი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება ისჯება კანონით. რა სამართლებრივი შედეგი ექნება კონკრეტულ ქმედებას, ეს დამოკიდებულია, რა ტიპის ქმედება იქნება ჩადენილი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იქნება დანაშაული ჩადენილი, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი წარმოება, თუმცა იმუნიტეტის პირობებში, იქამდე ვიდრე კონკრეტული პირი თანამდებობაზეა, ვერ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.