15 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
გაზრდილი საგარეო რისკების ფონზე, უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია - მიხეილ სარჯველაძე სუს-ის წლიურ ანგარიშზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტშია - რამდენიმე წუთში გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ძირითადი აქცენტები გაკეთდება ქვეყანაში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები ისევ ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 13 პირი დააკავეს უკანონოდ.

ასევე რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. ოპოზიციის ინტერესის სფერო ძირითადად ოთარ ფარცხალაძე და შტატების სანქციების საფუძველია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის საყურადღებოა სუს-ის ბოლო ბრიფინგი, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყანაში საგარეო რისკებს ზრდის.

"საზოგადოდ, უნდა ვთქვათ, რომ უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ უსაფრთხოებასაც აქვს ძალიან ბევრი წახნაგი, მათ შორის, შეიძლება, უკავშირდებოდეს საგარეო უსაფრთხოებას, იმ ფონზე, როდესაც ძალიან მყიფეა თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურა. სიფრთხილის განსაკუთრებული საჭიროება ყველა მიმართულებით, ეს ყველაფერი ინფორმაციის სწორ ანალიტიკას საჭიროებს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია კორელაცია გაზრდილი საგარეო რიკებისა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან, ამ თვალსაზრისით, საყურადღებო იქნება, ბოლო ბრიფინგი, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დესტრუქციის გეგმების განხორციელებას და ა.შ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ინტერესის საგანი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები