სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტშია - რამდენიმე წუთში, გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. სხდომის დაწყებამდე, ლილუაშვილმა მედიის კითხვებს არ უპასუხა.
ძირითადი აქცენტები გაკეთდება ქვეყანაში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები ისევ ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 13 პირი დააკავეს უკანონოდ. ასევე, რუსულ საოკუპაციო ბაზებზე, უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. ოპოზიციის ინტერესის სფერო ძირითადად ოთარ ფარცხალაძე და შტატების სანქციების საფუძველია.