15 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელს უსმენს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს უსმენს.

ლილუაშვილი პარლამენტში სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

ლილუაშვილის საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, პარლამენტის სხდომა დაიხურება.

სუს-ის უფროსის მიმართ კითხვებიც დახურულ პლენარულ სხდომაზე დაისმება. სხდომის დახურვის წინადადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ დააყენა, რაც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ გაიზიარა.

დღის ამბები