15 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
სუს-ი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან - გრიგოლ ლილუაშვილი

"2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და ახალი გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება, მათთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ცალკეულ მიმართულებებზე სამსახურის შესაძლებლობების უფრო გაძლიერება და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება,"- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს წარადგინა.

ლილუაშვილის განცხადებით, სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა და კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია, მათ შორის, კონტრდაზვერვის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით.

"2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და ახალი გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება, მათთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ცალკეულ მიმართულებებზე სამსახურის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება.

სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა და კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია, მათ შორის, კონტრდაზვერვის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით.

უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ცალკეული დანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. ამასთან, 2022 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამსახურის თანამშრომლობა ნატოსთან და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) შესაბამისი ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა. 2022 წელს სამსახურისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

საანგარიშო წლის განმავლობაში სამსახური აქტიურად იყო ჩართული წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში.

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, მათ შორის, "დაეშის" წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ინიციატივაში მონაწილეობას. 2022 წელს სამსახურმა ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ისა და გერმანიის მთავრობების ორგანიზებით გამართულ კონტრტერორისტულ სამართალდაცვით ფორუმში (CTLEF).

გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან,"- აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები