15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
პრეზიდენტს ორშაბათის ჩათვლით აქვს ხელმოწერის ვადა, არ მგონია, რომ რაიმე კრიზისი შეიქმნას - ბექა ლილუაშვილი კორექტირებულ ბიუჯეტზე

ოპოზიცია მმართველი გუნდის შეშფოთებას ბიუჯეტის ხელმოწერასთან დაკავშირებით არ იზიარებს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაზრდილი ბიუჯეტის პროექტს დათქმულ ვადებში მოაწერს ხელს.

"ორშაბათის ჩათვლით აქვს ხელმოწერის ვადა პრეზიდენტს, არ მგონია, რომ აქ რაიმე კრიზისი შეიქმნას. სამართლებრივად ნამდვილად არ ვიცი, ნიუანსებში ვერ შევალ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება მოხდეს, რადგან ეს, თუ არ ვცდები, შემდეგ გამოიწვევს რაღაც სხვა პროცესებს, მათ შორის შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზული პროექტების შეფერხებასთან,"- აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ამ საკითხს პრეზიდენტის "გასაშავებლად" იყენებს.

"ქართული ოცნება" ცდილობს პრეზიდენტის გაშავებას ყველა მეთოდით, მათ შორის, იმ ჭორების აგორებით, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ბიუჯეტს, რაც ძალიან მეეჭვება. ველოდები ამ ბიუჯეტში იმას, რომ შეიძლება, სავარაუდოდ, პრეზიდენტს შუქი გაუთიშონ და ამ გზით ებრძოლონ და არა იმას, რომ შოვის ტრაგედიით დაზარალებულ ოჯახებს ბიუჯეტიდან დახმარება არ მიეცეს,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები