ოთარ ფარცხალაძის საქმესა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.
როგორ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, საქმეზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტმა სუს-ის უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები წარმოუდგინოს.
"ამ დრომდე საზოგადოებისთვის და, როგორც ჩანს, სამართალდამცავი უწყებისთვის, არ არის ცნობილი კონკრეტული ახსნა ან მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც კეთდება შეფასება, ამ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში. თუმცა სასურველი იქნებოდა, იმიტომ, რომ თემა საყურადღებოა, საზოგადოებასაც აქვს ეს ინტერესი და ბუნებრივია, მხოლოდ შეფასებების დონეზე ვერ დაკმაყოფილდება ჩვენი ცნობისმოყვარეობა. რასაკვირველია, ინტერესი მაღალია და უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ასევე, მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობაზე საუბრობს, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.