15 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
გამოაქვეყნონ ჩემივე გამოკითხვის ოქმი, საქმის წარმოების დაწყებას ვაპირებ - გიორგი მელაძე

"კანვას საქართველოს" დირექტორი, გიორგი მელაძე, თავისივე გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებას ითხოვს.

"გამოაქვეყნონ ჩემივე გამოკითხვის ოქმი. მე, ამ კუთხით, ვაპირებ საქმის წარმოების დაწყებას. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მერე ვიმსჯელოთ, რა არის ეს დაშინების მცდელობა, მასკარადი თუ შოუ," - აცხადებს მელაძე.

სუს-ის ხელმძღვანელმა "კანვას საქართველოს" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე დაკითხულმა პირებმა ვერ შეძლეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება.

გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად გამოქვეყნებული 8-წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა 8-9 საათიანია, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელია, ასევე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი. საქმეზე გამოძიება გაგრძელდება.

დღის ამბები