პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კანვასის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ბუნებრივია.
"როდესაც კეთდება განცხადებები, რომ ეს არის უმტკივნეულო და პრობლემის არშემცველი ტრენინგები და ამის შემდეგ იგებ, რომ ამ ტრენინგზე მყოფი ადამიანები ვერ ხვდებიან რას ესწრებიან და არ იციან, რაზე იყო საუბარი, როგორ შეიძლება, რომ კითხვა არ გაჩნდეს? როდესაც ადამიანები ამაყობენ საკუთარი მოწყობილი რევოლუციებით, ბუნებრივია მათი მორიგი ტრენინგი კითხვებს აჩენს," - აცხადებს სარჯველაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეს ხალხი ახალგაზრდებს რევოლუციური სცენარებისთვის ამზადებდა.
"ეს ხალხი აქ ჩამოსული იყო, რომ ახალგაზრდები მოემზადებინა რევოლუციისა და რადიკალური სცენარებისთვის. საინტერესო იქნება გამოძიების შედეგი", - აცხადებს მაჭარაშვილი.