15 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩინეთისთვის - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი დარჩიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა და ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. 

"საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით.

ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ - ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; „სტრატეგიული პარტნიორობა“ - ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს,"- აცხადებს დარჩიაშვილი.

დღის ამბები