15 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ვინც ბრალს უყენებს, მან უნდა ამტკიცოს... ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.

"ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ - პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში, მტკიცებულებები არ არსებობს," - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები