15 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
"ახალს არაფერს არ ველოდები ამ საკითხზე, ესაა ხალხის დასაშინებლად მოფიქრებული პროპაგანდისტული ხრიკი" - პაატა მანჯგალაძე "სახელმწიფო გადატრიალების" საქმეზე

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს დახურულ სხდომაზე არაფერი გაუმჟღავნებია ისეთი, რაც "სახელმწიფო გადატრიალების" საქმეს მეტ ნათელს მოჰფენდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო.

"ვიცი, რაც გაასაჯაროვა, ნამდვილად არ წარმოადგენს იმ არგუმენტებს, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით და ჩვენთვის დამაჯერებელი იქნებოდა. ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, თვითონ იმ ხელოვანების განცხადებები, რომ სრული ვერსიები გაევრცელებინათ და არა ის დამონტაჟებული ვერსიები, რომლებიც წარმოადგინა სუს-მა,"- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი დარწმუნებულია, რომ საქმე "ხალხის დასაშინებლადაა" მოფიქრებული.

"ახალს არაფერს არ ველოდები ამ საკითხზე, გამოძიება მიდის. ეს არის ხალხის დასაშინებლად მოფიქრებული პროპაგანდისტული ხრიკი. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით არავითარი სიახლე არ არსებობს,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები