ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა არგუმენტები და მტკიცებულებები არ წარმოადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
"ჩვენი მოსამართლეები ჯერ დავასანქციერეთო, თქვეს და მერე, როცა მოვთხოვეთ პასუხი, უკან წაიღეს. შემდეგ თქვეს, სავიზო შეზღუდვა იყოო, სანქცირება არ იყოო ეს... ზუსტად ანალოგიური მიდგომაა ფარცხალაძის თემასთან დაკავშირებით, ვეუბნებით, იქნებ მართლები ხართ, რამე არგუმენტი მოგვეცით ხელჩასაჭიდი რომ გამოძიება დაიწყოს. [პასუხი არის] - არანაირი.
ქალბატონი გიგაური, ახლა ენჯეოშნიკი გახდა... ასეთი „ლუზერების“ პლატფორმიდან რომ დაიდება რაღაც, დაწერენ რაღაცას, დაგარქმევენ აგენტს და თურმე, შენ ეს აპრიორი უნდა მიიღო... ასე არ ხდება. ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულება და არგუმენტები. თუ ეს არ არის, ეს ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ბუნებრივია, ვერ გავატარებთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.