15 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
სამწუხაროდ, ეს დარჩება პოლიტიკურ საკითხად, რომელსაც ექნება აშშ-ის დასკვნა და არ ექნება ჩვენი გამოძიება - თეონა აქუბარდია ფარცხალაძის საქმეზე

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს პარტნიორები ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებებს მაშინ გადმოუგზავნიან, როცა ამის საჭიროება იქნება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქართული საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესებულიყვნენ თავიდანვე, რატომ აიღო ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის პასპორტი.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, აქვს მოლოდინი, რომ ფარცხალაძის საქმე, პოლიტიკურ საკითხად დარჩება.

"მტკიცებულებების საკითხში, სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს მოლოდინი რომ გამოძიება აქ დასრულდება, იმ გამოსვლიდან გამომდინარე, რაც მე მოვისმინე ბატონი ლილუაშვილისგან. სამწუხაროდ, ეს დარჩება ისევ და ისევ პოლიტიკურ საკითხად, რომელსაც ექნება ერთის მხრივ, შეერთებული შტატების დასკვნა და არ ექნება ჩვენი გამოძიება," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები