NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ორდღიანი ვიზიტით, შვედეთს ეწვევა, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული განცხადებით თანახმად, იგეგმება სტოლტენბერგის შეხვედრა შვედეთის პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, საგარეო უწყების პირველ პირთან და შვედეთის პარლამენტის სპიკერთან.
ვიზიტი 24-25 ოქტომბერსაა ჩანიშნული.