საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები“, რომელსაც ოპოზიცია აკრტიკებს, სალომე ზურაბიშვილმაც დაიწუნა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კანონს ვეტო უნდა დაედოს.
"ამას ვეტო უნდა დაედოს, იმიტომ რომ პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. კარავი უნდა ამოვიღოთ იმიტომ, რომ ვინმეს ბოროტი განზრახვა აქვს? - ისედაც აკრძალულია ფეთქებადი და საბრძოლო მასალები,"- აცხადებს მანჯგალაძე.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ სუსი და "ქართული ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებენ.
"ეს არის შეთანხმებული მოქმედება "ქართულ ოცნებასა" და სუსს შორის. ბუნებაში არ არსებობს გადატრიალების მცდელობა, პრეზიდენტის და ჩვენი აზრი თანხვედრაშია რადგან, ამ კანონის მიხედვით, ფაქტობრივად, კრიტიკული აზრი აღარ იარსებებს ჩვენს ქვეყანაში,"- აცხადებს ხაჯიშვილი.