15 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
როგორც ჩანს, ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის, ბარიკადების მოწყობა და ადამიანებისთვის საფრთხის შექმნა ნორმალურია - სარჯველაძე მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კრიტიკაზე

საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები", რომელსაც ოპოზიცია აკრტიკებს, სალომე ზურაბიშვილმაც დაიწუნა. ოპოზიციისა და პრეზიდენტის პოზიციების თანხვედრა "ქართულ ოცნებას" აღარ უკვირს, თუმცა რისკების დასაზღვევად დაწესებულ აკრძალვებზე უარის თქმა, მმართველი გუნდისთვის არეულობის მხარდაჭერას ნიშნავს.

"ყოველგვარი გაქილიკების მცდელობა - კარვების აკრძალვა და ა.შ. აბსოლუტურად მოგონილია. იკრძალება მხოლოდ ისეთი დროებითი ნაგებობების აღმართვა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებს, რომელიც კავშირში არ არის მანიფესტაციის გამართვასთან და იწვევს, მაგალითად, რომელიმე დაწესებულების ფუნქციონირების ბლოკირებას. ამას ოპოზიცია და პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან იმ პოზიციაზე, რომ ბარიკადების მოწყობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს - ეს ნორმალურია. თუმცა, თუ მივაქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, აღმოვაჩენთ,  რომ ამ საკითხზე მას პრინციპული წინააღმდეგობა არ ჩამოუყალიბებია, მან თქვა, რომ უბრალოდ ფორმულირებებთან მიმართებაში აქვს გარკვეული შენიშვნები. ის უნდა ეწინააღმდეგებოდეს არა კანონის მიღებას, არამედ უნდა გვთავაზობდეს მისთვის უკეთეს ფორმულირებას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები