15 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ნებისმიერი განცხადება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - მიხეილ სარჯველაძე

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადებას, რომელშიც საქართველოსთვის მორიგ მხარდაჭერაზეა საუბარი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აფასებს.

მისი განცხადებით, მთავრი ამოცანის შესასრულებლად, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, ევროპასთან მეტი ინტეგრაცია გვჭირდება:

"საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, ამ კუთხით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა უპირობო და უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მთავრი ამოცანის შესასრულებლად გვჭირდება ევროპასთან მეტი ინტეგრაცია და მხარდაჭერა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, მადლობას უხდის ყველას, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

"ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს შეეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველას მადლობლები ვართ, ვინც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ხაზს უსვამს უპირობოდ ამ პრინციპს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები