"საზოგადოება ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობისგან დაზღვეული უნდა იყოს," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი პარლამენტი "შეკრებებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს.
მისი თქმით, ვეტო უპირობოდ დაიძლევა.
"ეს ვეტო უპირობოდ დაიძლევა, რადგან საქართველოს სჭირდება სამოქალაქო მშვიდობა და არა ნიშნის მოგებით ვეტოების დადება, წამდაუწუმ, ყველს კანონპროექტზე. არსებობს ძალიან დიდი საფრთხეები, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე - ქვეყნის შიგნით. არ გვაქვს უფლება, არ ვენდოთ ჩვენს სპეცსამსახურებს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დანაშაულის პრევენცია უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს დაზღვევა საზოგადოების ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობისგან," - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.