15 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს

ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე მსჯელობენ, დღის წესრიგშია უკრაინა და მთიანი ყარაბაღიც. ასევე, საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეხვდებიან შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებსაც.

ევროკავშირი კვლავაც ცალსახად აფიქსირებს ისრაელის უფლებას, ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვაზე, თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის უფლება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ფარგლებში. ევროკავშირი მკაფიოდ ამბობს, რომ საჭიროა ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

"ძალიან მძიმე ვითარების წინაშე ვდგავართ მთელ ახლო აღმოსავლეთში. არიან სხვა აქტორები, რომლებსაც შეეძლოთ ან ვერ ჩაერთნენ კონფლიქტში ეს კი არავის უნდა. ის, რისთვისაც ჩვენ, როგორც ევროპა, უნდა ვისწრაფოდეთ, არის ორ სახელმწიფოში მზაობა ცეცხლის შეწყვეტისთვის. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ "ჰამასი" ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ეფარება. ისრაელი სწორედ ახლა ცდილობს "ჰამასის" წინააღმდეგ ომს, მოუწოდებს პალესტინელებს დატოვონ ჩრდილოეთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ძალიან ბევრ ჰუმანიტარულ პრობლემას დახმარების, ელექტროენერგიის, წყლის, ძირითადი სერვისების, საავადმყოფოების და ა.შ. ვფიქრობ, სურათი შავ-თეთრი არ არის. მე მხარს ვუჭერ მოლაპარაკებებს, მე მხარს ვუჭერ უფრო სწრაფად წინსვლას და ახლა სწრაფ გზაზე დისკუსიის დაწყებას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესახებ. ისრაელმა მხედველობაში უნდა მიიღოს პალესტინელების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა," - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინიშიმ.

"ჩვენ განსახილველი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ეს საკითხები ადვილი არ იქნება. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრის შემდეგ ევროპული პოზიცია უფრო გაირკვევა, რადგან ჩვენ ნამდვილად არასტაბილურ გარემოში ვართ. საკითხავია, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, მაშინ, როცა "ჰამასი" აკონტროლებს ღაზის ცენტრალურ ტერიტორიას, ისინი ყოველდღე აგზავნიან რაკეტებს, რითაც ის განაგრძობს ბარბაროსულ თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე. როგორ უნდა მოხდეს ასეთ დროს ცეცხლის შეწყვეტა, რომლის მისაღწევად საჭიროა ორივე მხარის მზაობა," - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.

 

დღის ამბები