სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები საქართველოში ჩამოდიან. ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, - ინფორმაცია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს 26-27 ოქტომბერს მასპინძლობს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.